წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება სს „თიბისი ბანკის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595, მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
ტერმინები „ბანკი", „ჩვენ" გულისხმობს სს „თიბისი ბანკს" (ასევე მისი ჯგუფის წევრ მონათესავე, შვილობილ, აფილირებულ კომპანიებს), ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი" გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ბანკის ვებ-გვერდს
www.tbcbank.ge გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ბანკის ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს სს „თიბისი ბანკის" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია.
ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული კონკრეტული პროდუქტები/მომსახურება რეგულირდება სპეციალური საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით.
ინფორმაციის სიზუსტე
ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. ბანკის ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია „როგორც არის" ("As Is") საწყისზე. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. წინამდებარე დათქმა არ ეხება ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებს.
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით ბანკის შებოჭვის საფუძველს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ბანკი და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
ბანკი არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.
ვებ-გვერდის გამოყენება
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიაზინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება ბანკის წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.
ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) სასტიკად აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.
შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტული გვერდი შეიცავდეს წინამდებარე წესებისაგან და პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესებს. მათ შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დანაწესებს.
ბანკის ვებ-გვერდის (მათ შორის ფორუმების) გამოყენებისას, აკრძალული გაქვთ უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს ბანკის საქმიან რეპუტაციას. ასევე გეკრძალებათ ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით („ტროას ცხენი," „ლოგიკური ბომბი" ან სხვა მსგავსი ქმედებების განხორციელება).
თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართავობა.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ბანკის ტექნიკური შეფერხების, ან ბანკისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, ბანკი არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება სს „თიბისი ბანკის" საავტორო უფლება. სს „თიბისი ბანკის" ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე ბანკის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.
ბანკის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, ბანკის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ბანკის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.
ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი ბანკის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის რომელიმე ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებულნი ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, ბანკს ანიჭებთ უფლებას დაამუშაოს (მათ შორის, გამოაქვეყნოს) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო (მათ შორის, საგამოფენოდ, კონკურსში მონაწილეობისათვის) მიზნებისათვის.
ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიები შესაძლოა იყენებდნენ ბანკის სასაქონლო ნიშანს, დასახელებას და ლოგოტიპს, რომელიც წარმოადგენს ბანკის საკუთრებას. ლაჟვარდის ფერი არის ბანკის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რეგისტრირებულია დადგენილი წესით.
ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიების სახელები, სასაქონლო ნიშნები, ლოგოები ეკუთვნის შესაბამის პირებს.
კონფიდენციალურობის დაცვა
სს „თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბანკი მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია ბანკისგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.
ბანკის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ბანკი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, ბანკი იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს.
ბანკი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ბანკისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე)
კონფიდენციალური ინფორმაციის ბანკისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბანკის უსაფრთხოებასა და დაცულობას.
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბანკისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ბანკის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები ბანკის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ ბანკი არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები
ბანკი უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.
მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება ბანკის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს ბანკის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
ცვლილების განხორციელება
ბანკი უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის #7 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@tbcbank.com.ge
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება სს „თიბისი ბანკის“ მიერ.
ვინ ვართ
სს „თიბისი ბანკი“ არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული კომერციული ბანკი. საიდენთიფიკაციო ნომერი: 204854595 იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, მარჯანიშვილის ქ. №7.
მობილურ ბანკინგში თქვენი ინფორმაციის უსაფთხოება
მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): თიბისი მობაილბანკინგის გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის, თიბისი აპლიკაციის ვერსიის შესახებ გადაეცება ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google analytics, Xtremepush.com და Smartlook Mobile App Analytics. მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide).
შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატვისი მოთხოვნის გამოგზავნით მობაილბანკინგის შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ თიბისი ბანკი ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით სს „თიბისი ბანკში“ (შემდგომში ბანკი) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ბანკი იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ბანკი მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება
ჩვენ, სს „თიბისი ბანკის“ გუნდი, გპირდებით, რომ: · ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; · არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; · ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავთ კანონი
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
· რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
· მონაცემთა დამუშავების მიზანი;
· მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
· რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
· ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
· მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის, კომერციული ბანკების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება ბანკს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია. ბანკს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, ბანკის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ. ქვემოთ მოცემულია მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის ფონზეც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზნებს და ჩვენს სამართლებრივ საფუძვლებს:
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
· თქვენთან ურთიერთობისთვის;
· თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
· მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
· იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
· ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
· ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
· თქვენთან ურთიერთობისთვის;
· თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
· მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
· იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
· ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
· ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად;
· ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად; · კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
· კლიენტის ანგარიშებზე საკომისიოებისა და პროცენტის სამართავად;
· სახაზინო და საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად;
· ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
· ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
· ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
· საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად.
· ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცაბს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა.
· ხელშეკრულებებით
· ნაკისრი უფლებების ვალდებულებების განხორციელება.
ჩვენი მიზანი::
· მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
· პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
· ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობების ეფექტიანად შესრულება.
· ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
· ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და დახვეწა, ასევე ამ თვალსაზრისით კანონიერი მოვალეობების შესრულება;
· ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
· სახელშეკრულებო;
· ვალდებულებების შესრულება;
ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
· თქვენი თანხმობა;
· სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
· ჩვენი კანონიერი ინტერესები;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
· თქვენი თანხმობა;
· სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
· ჩვენი კანონიერი ინტერესები;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
· ჩვენი კანონიერი ინტერესები;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
· ჩვენი კანონიერი ინტერესები;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობა;
· რელევანტურ;
· რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
· ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:
პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები / აღწერილობა
ფინანსური / თქვენი ფინანსური პოზიცია, სტატუსი და ისტორია
საკონტაქტო ინფორმაცია / საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
სოციო-დემოგრაფიული / დეტალური ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის ან პროფესიის შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია თქვენი ეროვნების, განათლების, სოციალური თუ ეკონომიკური კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ.
ტრანზაქციასთან დაკავშირებული / დეტალური ინფორმაცია ბანკში თქვენს ანგარიშზე და თქვენი ანგარიშიდან წარმოებული გადახდების შესახებ.
სახელშეკრულებო / დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.
ლოკაციური / მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც თქვენი ბარათის საშუალებით ახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.
ქცევითი / დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას.
ტექნიკური / ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ.
საკომუნიკაციო / ინფორმაცია, რომელსაც ბანკი მოიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან კლიენტსა და ბანკს შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით.
სოციალური ურთიერთობები / თქვენი ოჯახის წევრები.
დოკუმენტური მონაცემები / სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და სხვა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები / პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა რეგულაციები ზოგიერთ პერსონალურ მონაცემს განიხილავს, როგორც განსაკუთრებული ტიპის ინფორმაციას. ამ ტიპის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება : · რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების შესახებ ინფორმაცია · პოლიტიკური შეხედულებები · რელიგიური თუ ფილოსოფიური მწრამსი · ინფორმაცია პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ · გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები · მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით · ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ.
რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია ბანკისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
· როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
· როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით ან უშუალოდ ფილიალში ვიზიტის დროს;
· როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს;
· როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
· თქვენს მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციებიდან.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:
· IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებგვერდზე შემოსვლა.
· ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
· ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებგვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
· ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:
· ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
· ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
· ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
· ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
· მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. 7
· ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.
მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაცია
ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ და მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირისგანაც, მაგალითად, ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიებისგან ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. აღნიშნული ხორციელდება პერსპნალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ, მაგალითად:
· თუ თქვენ გაქვთ ჩვენი კომპანიის სადებეტო, საკრედიტო და ანგარიშსწორების ბარათები, დეტალურ ინფორმაციას თქვენი ტრანზაქციის შესახებ მივაწვდით იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან ამ მომსახურების მიწოდებაში (როგორებიცაა მაგალითად, Visa და MasterCard).
· თუ თქვენ დაზღვევას ჩვენი მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური თუ ბიზნეს მონაცემები გადავცეთ სადაზღვევო კომპანიას და ნებისმიერ გადამზღვევს.
· თუ თქვენ გაქვთ სადაზღვევო მოთხოვნა, თქვენ მიერ ჩვენთვის ან მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა შევიტანოთ მოთხოვნათა რეესტრში. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება სხვა მზღვეველებისთვისაც.
· თუ თქვენ ჩვენთან გაქვთ უზრუნველყოფილი სესხი ან იპოთეკა, ჩვენ შესაძლოა ინფორმაცია გავუზიაროთ სხვა კრედიტორებს, რომლებიც ასევე არიან იპოთეკარები. ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ ბანკის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:
· ჩვენ შესაძლოა გავყიდოთ, გადავცეთ, ან მოვახდინოთ ბიზნესის, ან აქტივების ნაწილის შერწყმა.
· რომელიმე ზემოხსენებული პროცესის განხორციელების შემთხვევაში, თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ სხვა მხარეებს. თუმცა, ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
· ჩვენი ჯგუფის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, სხვა მხარეებმა შესაძლოა თქვენი მონაცემები გამოიყენონ მხოლოდ ისე და იმ ფარგლებში, როგორც ეს წინამდებარე დოკუმენტით და კანონმდებლობით არის რეგულირებული.
როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ზოგჯერ ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ან ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა სხვა პირებისგან მიღების უფლებამოსილებაც გაგვაჩნია კანონმდებლობით ან თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული ჩვენ გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხზე რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ ახლა ან შემოგთავაზებთ მომავალში.
ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ მიღებული ავტომატური გადაწყვეტილებების ტიპები:
ფასწარმოქმნა
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების ფასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროდუქტებისა და მომსახურების კლიენტების საჭიროებებზე მორგება
ჩვენ ვახდენთ ჩვენი კლიენტების სეგმენტიზაციას ჯგუფებად. ასეთ ჯგუფებს კლიენტთა სეგმენტებს ვუწოდებთ, რომელთაც თქვენი საჭიროებების შესასწავლად ვიყენებთ და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ვცდილობთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება კლიენტთა სხვადასხვა სეგმენტისათვის რელევანტური პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნასა და მათთან ურთიერთობების დარეგულირებაში.
თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიშები გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებზე ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
ანგარიშების გახსნა
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან ანგარიშის გახსნას, ჩვენ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შევამოწმებთ კონკრეტული პროდუქტის ან/და მომსახურების რელევანტურობას თქვენთან მიმართებაში. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ აკმაყოფილებდეთ ანგარიშის გასახსნელად საჭირო პირობებს.
კრედიტის დამტკიცება
როცა თქვენ მოგვმართავთ კრედიტის, მაგალითად, სესხის თუ საკრედიტო ბარათის მისაღებად, ბანკის შესაბამისი სისტემის გამოყენებით ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ამას საკრედიტო ქულების სისტემა ეწოდება. სისტემის ფარგლებში ხდება წარსული 9 მონაცემების გამოყენება იმის შესაფასებლად, რამდენად დაბრუნებადუნარიანია თქვენ მიერ მიღებული კრედიტი. საკრედიტო ქულების სისტემა სამი წყაროდან იღებს ინფორმაციას: · თქვენი განაცხადის შინაარსი; · საკრედიტო ორგანიზაციები; · ჩვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემები.
კრედიტინფო საქართველო (შემდგომში საკრედიტო საინფორმაციო სააგენტო)
როდესაც თქვენ ითხოვთ მომსახურებას ან პროდუქტს, ჩვენ ვამოწმებთ საკრედიტო მონაცემებს, რისთვისაც შეგვიძლია დავუკავშირდეთ საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოს. თუ თქვენ ხართ ჩვენი კლიენტი, ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ საკრედიტო ინფორმაციის სააგენტოს ბაზებით, რაც გაგვიადვილებს თქვენ მიერ მოთხოვნიული სასესხო პროდუქტის დამტკიცებას. საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოსთან შეგვიძლია გავცვალოთ შემდეგი მონაცემები თქვენს შესახებ:
· სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი
· საკრედიტო განაცხადი
· ინფორმაცია ნებისმიერი ერთობლივი კრედიტის შესახებ
· ფინანსური მდგომარეობა (მიმდინარე და წარსული)
· საჯარო ინფორმაცია ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა სამეწარმეო და საჯარო რეესტრი და ა შ.
ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ, რათა:
· დავადგინოთ, შეგიძლიათ თუ არა სესხის დაბრუნება
· დავადასტუროთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე
· ხელი შევუწყოთ ფინანსური დანაშაულის დადგენასა და აღკვეთას
· გავაკონტროლოთ თქვენი სასეხო ვალდებულებები
საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოს თქვენს მონაცემებს გავუზიარებთ მანამ, სანამ ჩვენი კლიენტი იქნებით. ამ მონაცემებში შედის ინფორმაცია დაფარულ ან ვადაგადაცილებულ კრედიტებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ხართ მსესხებელი, ჩვენ აგრეთვე გავაზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, სრულად და დროულად ფარავთ თუ არა კრედიტს. საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადასცენ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, რომლებსაც თქვენი საკრედიტო სტატუსის შემოწმება სურთ. ჩვენ საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოს ასევე შევატყობინებთ თქვენი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ. საკრედიტო საინფორმაციო სააგენტოს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მათი ვებგვერდის საინფორმაციო პორტალზე (www.creditinfo.ge). ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის მომსახურება ან შესაბამისი პროცედურები.
მარკეტინგი
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ 1 0 შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებების პირობებში ბანკის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
· კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
· იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
· შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით
ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 15 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა. როგორ დაგვიკავშირდეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
ონლაინ ჩატი გაესაუბრეთ ჩვენს კონსულტანტებს ონლაინ რეჟიმში
+(995 32) 227 27 27 დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე
ეწვიეთ ფილიალს